ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში
ახალი სკოლა აშენდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ
გიორგი ჩახნაშვილმა პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც ახალი სკოლის მშენებლობა
დაიწყო.
სოფელ სადგურ სვირის 100-მდე მოსწავლე
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ძველ შენობაში არასტანდარტულ, სწავლისათვის
შეუფერებელ გარემოში სწავლობს.
„ახალი სკოლის შენობა ძველ სკოლაზე
გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე შენდება, 2 სართულიანი თანამედროვე სკოლა
ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა,
სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი“,-
აცხადებენ სამინისტროში.
Internet.ge