სახალხო დამცველის აპარატი შსს-ს დაკავებული ოთხი ახალგაზრდის ადგილსამყოფელის განსაჯაროებას სთხოვს
სახალხო
დამცველის
აპარატი გუშინ დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელის
განსაჯაროებას
ითხოვს.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით, დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული პირები იზოლატორში არ შეუყვანიათ.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ განასაჯაროოს ინფორმაცია ლაშა მესხიას, დავით ფაცაციას, შოთა ბაზერაშვილის და კონსტანტინე ლაბარტყავას ადგილსამყოფელის
შესახებ, რათა დროულად გახდეს შესაძლებელი მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შემოწმება“,- აღნიშნულია განცხადებაში.
internet.ge