GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
22:35 22.09.2012
დღის სიახლეები

21 სექტემბერს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II ქადაგების შესახებ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

"ა.წ. 21 სექტემბერს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II ქადაგების შემდეგ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა, ამიტომაც საჭიროდ მივიჩნიეთ განმარტების გაკეთება.

ვფიქრობთ, არავისათვის სადაო არ არის პატრიარქის ეს ნათქვამი: "მე მინდა დიდი მწუხარებით ვთქვა, რომ ის ამბები, რომელიც ვრცელდება ამ ბოლო დღეებში, ეს არის დიდი სირცხვილი ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა”. ერთ-ერთი გაუგებრობა შემდგომმა ფრაზამ გამოიწვია, სადაც ვკითხულობთ: "ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებასა და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვთ საქვეყნოდ”.

ზოგიერთმა მიიჩნია, რომ მის უწმინდესობას არ მოეწონა ცნობილი საშინელი კადრების საჯაროდ ჩვენების ფაქტი და ეს დააფიქსირა, რაც არასწორია. 

პატრიარქის გულისტკივილი გამოწვეული იყო და არის იმით, რომ ჩვენთან არ არსებობს სახელმწიფო მართვის ისეთი მექანიზმი, როგორიცაა დასავლეთში, რაც თავისთავად გამორიცხავს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების სისტემატურობას. ამიტომაც მისი უწმინდესობა ბრძანებს: უცხოეთში "თვითონ ასწორებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და აღარ განმეორდეს.

ქადაგების მთელი აქცენტი კი გადატანილი იყო მშვიდობაზე და განსაკუთრებით 1 ოქტომბრამდე მის შენარჩუნებაზე. მოვიტანთ ციტატებს: "ჩვენ დაგვრჩა თითქმის ერთი კვირა პარლამენტის არჩევნებამდე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ ამ დღემდე” ... "მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები ყველაფერს გააკეთებენ, რომ არსად არ იყოს არეულობა, სუფევდეს მშვიდობა”

ამ მიზნითვე იყო მოხმობილი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან პროვოკაციის გამო მძიმე მდგომარეობაში მოხვედრილი ქართველების სასწაულებრივ ხსნაზე ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ლოცვით: "მოწყალებისა კარი განგვიღე”.

ავღნიშნავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ახალგაზრდობის აღშფოთება მომხდართან დაკავშირებით სამართლიანია და მათ, საქართველოს კანონმდებლობით სრული უფლება აქვთ გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მათ შორის, შეკრებებისა და მსვლელობების გზით და ეს უფლება ხელისუფლებამ უნდა დაიცვას.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს შექმნილი დაძაბული მდგომარეობის ფონზე, პროვოკაციის სერიოზული საფრთხე არსებობს (მათ შორის გარეშე ძალების მხრიდანაც). ამიტომ აუცილებელია გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, რათა არ მოხდეს ისე, რომ უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ გამოსული ხალხი ბრალდებულის მდგომარეობაში აღმოჩნდეს და მისი უწმინდესობის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, "ეს ადამიანებიც დამცირდნენ და საქართველოც”.

პატრიარქის აზრით, "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები არ იყოს გაყალბებული, რომ ადამიანებმა გამოთქვან ის აზრი თავისუფლად, რომელიც მათ გააჩნიათ. არავითარ შემთხვევაში შიშის ქვეშ არ უნდა იყოს არც ერთი კაცი, არც ერთი ადამიანი და როგორც თვითონ ფიქრობს, ის რიცხვი უნდა შემოხაზოს. რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ყველას აქვს თავისი აზრი, მითუმეტეს პოლიტიკოსებს, და მათ, ალბათ, უკეთ იციან, როგორ მართონ მოვლენები. პატრიარქმა კი ქადაგებაში თავისი პოზიცია დააფიქსირა.

და ბოლოს,  გვინდა მოვიტანოთ ამონარიდი მისი უწმინდესობის ამა წლის 8 ივნისის ქადაგებიდან: "არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატიმარს შეურაცხყოფა მივაყენოთ, მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა. არავინ არაა დაზღვეული პატიმრობისაგან. ციხეების ხელმძღვანელებს მამაშვილური სიყვარულით, პატივისცემით მინდა ვთხოვო, დაეხმარეთ, უშველეთ მათ...", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს  განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მსჯავრდებულთა განცხადებით, მათ ჯანმრთელობას ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა1
მიქსუ პაატელაინენი: საქართველოს დაცვა უნდა გავტეხოთ2
კაციტაძემ სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა3
მეცნიერები ლაბინკირის ტბის „მონსტრის“ პოვნას გეგმავენ4
ხატიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედიაჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X