16 წლის ნიდერლანდელმა გოგონამ, რომელმაც Facebook –ით დაბადების დღეზე შემთხვევით 4 ათასი
ადამიანი დაპატიჟა, რითაც ქუჩის არეულობისა და პოლიციასთან შეტაკების პროვოცირება მოახდინა.
მან სოციალური ქსელით ავტომატურ რეჟიმში დაუგზავნა მეგობრებს მიწვევა, რის შედეგადაც დაბადების დღეზე 4 ათასამდე ადამიანი
ესტუმრა.
სწორედ ეს ხალხმრავლობა გახდა არეულობის მიზეზიც.
ხმაურის გამო ადგილზე პოლიცია მივიდა, ახალგზარდებმა კი მათ ქვები, ბოთლები, ყვავილების ქოთნები და თვით ველოსიპედებიც კი დაუშინეს.
სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ რამდენიმე მაღაზია ხანძრის შედეგად სრულიად დაიწვა, რამდენიმე ათეული ადამიანი კი ისე დაზარალდა, რომ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ,
რამდენიმე კი სამართალდამცველებმა დააკავეს.
Internet.ge