ადამიანები,
რომლებიც მუდმივად სუნთქავენ სიგარეტის კვამლს, მახსოვრობის მხრივ პრობლემებით
გამოირჩევიან. აღნიშნულ ინფორმაციას ჩატარებული კვლევა ადასტურებს.
კვლევაში,
რომელიც აშშ-ში ჩატარდა, ჩართული იყო 27 მწეველი, 24 პასიური მწეველი და 24
ადამიანი, რომელთაც განაცხადეს, რომ მათ სიგარეტის გამონაბოლქვი არასოდეს შეუსუნთქავთ.
ისინი ყველა 18-დან 30 წლამდე იყვნენ.
მკვლევარებმა
ჩაატარს მახსოვრობის ტესტი ყველა მათგანზე და აღმოაჩინეს, რომ პასიურ მწეველებს
მახსოვრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ.
ამასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ არამწეველი სტუდენტები უკეთეს აკადემიურ მოსწრებას აჩვენებენ.
თუმცა,
მკვლევართა განცხადებით, მათთვის ჯერ-ჯერობით უცნობია რა არის აღნიშნული შედეგის
რეალური მიზეზი. „ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის უკეთესი შესწავლა გვჭირდება“, - განაცხადა მკვლევარმა ტომ ჰეფერმანმა.
Internet.ge