თბილისის
იუსტიციის სახლი მომხმარებლებს ხვალიდან მოემსახურება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეთა უწყვეტი მომსახურების უზრუნველსაყოფად იმუშავებს, როგორც
იუსტიციის სახლი, ასევე საჯარო რეესტრის მარჯანიშვილზე მდებარე ოფისი და
სამოქალაქო რეესტრის არსებული სამსახურები: გლდანი-ნაძალადევში ცოტნე
დადიანის გამზირსა და ძველ თბილისში ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ფილიალები.იმ მოქალაქეებს, რომლებსაც განაცხადები ჩაბარებული აქვთ
გლდანი-ნაძალადევის და ძველი თბილისის სამოქალაქო რეესტრის ოფისებში, იმავე სამსახურებს უნდა მიაკითხონ.
დამატებითი ინფორმაციისთვის კი სატელეფონო ცენტრი მოქმედებს 2 405 405.
internet.ge