GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანტინარკოტიკული კამპანიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
15:16 12.04.2012
დღის სიახლეები

ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზისა და ლოგოს კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დევიზის - “გაუფრთხილდი თავს, ნარკოტიკი კლავს” გამარჯვებული  თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ოსეფაშვილია. საუკეთესო ლოგოდ გურჯაანის რაიონის, სოფ. მელაანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის ელზა თამაზაშვილის ნამუშევარი დასახელდა.

გამარჯვებული დევიზისა და ლოგოს ავტორებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ პორტატული კომპიუტერები და დიპლომები გადასცეს,  წამახალისებელი სიგელი კი, ყველა  მონაწილეს  გადაეცა.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის ინიციატივით ჩატარდა და მისი მიზანი  მოსწავლეების  ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართვა იყო. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეეძლოთ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სკოლის ასაკის მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევები თითქმის აღმოიფხვრა. მიუხედავად მიღწევებისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთავრობასთან და სხვა უწყებებთან ერთად აგრძელებს მუშაობას მოზარდებს შორის დანაშაულისა და  ნარკომანიის პრევენციის კუთხით.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კავკასიელები უდანაშაულო მოსახლეობას თავს დაესხნენ1
„სილქნეტსა“ და „მეცხრე არხს“ შორის ტექნიკური პარამეტრების შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს2
ჩინეთის კედლის სიგრძე აქამდე აღიარებულ ზომას 2,5-ჯერ აღემატება3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 26 ოქტომბრისთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X