სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, საქართველოს სჭირდება ძალა, სულიერი და ფიზიკური და მშვიდობა.
ამის შესახებ განცხადება პატრიარქმა,
სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
”საქართველოს სჭირდება ძალა, სულიერი და ფიზიკური და მშვიდობა. ეს ყველაფერი მიეცემა, თუ ერი იქნება ღვთისნიერი. შევთხოვოთ უფალს, გული გავხსნათ უფლისათვის
და უფალი შემოვა ჩვენში და ჩვენ უფალში", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, მომავალი კვირის ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი მკაცრი მარხვის დღეებად გამოაცხადა.
internet.ge