შსს
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა,
2 ერთმანეთისაგან
დამოუკიდებელი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
ავტო-საგზაო მიმართულებით და სტატისტიკური მონაცემები მართვის მოწმობათა გაცემის შესახებ
ჩატარდა.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
სტატისტიკური
კვლევის შედეგები ეყრდნობა 2011 წლის, ხოლო მართვის მოწმობათა ანალიზი კი - 2007-2011წწ. მონაცემებს.
კვლევის
მიზანია არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების გამოვლენა/ანალიზი და სამომავლო განვითარების შესაძლო მიმართულებების პროგნოზირება.
მონაცემების მიხედვით, მართვის მოწმობის აღების მსურველთა ყველაზე დიდი აქტივობა სტაბილურად აგვისტო - სექტემბრის პერიოდში
ფიქსირდება, ყველაზე
პასიური მოთხოვნა კი იანვარსა და აპრილში
ვლინდება.
მართვის
მოწმობის აღების მსურველთა შორის სულ უფრო იზრდება ქალთა ხვედრითი წილი. მისმა აქტივობამ პიკს 2011 წელს მიაღწია და 2008 წელთან შედარებით + 28%-ი დაფიქსირდა.
რაც
შეეხება საერთო შედეგებს, ყველაზე მეტი პირველადი მართვის მოწმობა გაიცა 2011 წელს. ამავე წელს დაფიქსირდა ყველაზე კარგი შედეგი პირველადი მართვის მოწმობის წარმატებით აღებასთან დაკავშირებით (85.1%). ამ მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2009 წელსაა,
როდესაც მსურველთა მხოლოდ 74%-მა შეძლო მართვის მოწმობის აღება.
ასაკობრივი
თვალსაზრისით
მამაკაცი მძღოლების უმრავლესობა 26 წლამდე ასაკში იღებს მართვის მოწმობას, მაშინ როცა ქალების თითქმის ნახევარი 21 - დან 30 წლამდე ასაკში ხდება მძღოლი.
ავტოსაგზაო
შემთვევათა
სტატისტიკის
მიხედვით,
პირველადი
მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მძღოლების დაახლოებით მესამედი (36%) პირველი წლის განმავლობაში ხდება ავტოსაგზაო შემთვევის მონაწილე. სტაჟის ყოველი წლის მატებასთან ერთად ა/ს შემთხვევაში მოხვედრის ალბათობა 3%-ით კლებულობს.
Internet.ge