GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (24 - 30 სექტემბერი)
00:00 24.09.2012
დღის სიახლეები

ვერძი: ერთდროულად რამოდენიმე საქმის შესრულებას თავი აარიდეთ და ეცადეთ ზედმეტად არ გადაიღალოთ. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ჰარმონიული ურთიერთობები დაამყაროთ არა მარტო თანამშრომლებთან და პარტნიორებთან, არამედ საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან და მეუღლესთანაც. ახლობლებთან ერთად დაწყებული საქმე მომავალში წარმატებას მოგიტანთ. მოგზაურობისას დიდ სიამოვნებას მოგიტანთ უცხო კულტურის გაცნობა.

კურო: ბევრ ძალასა და დროს მოგთხოვთ სამსახურისა და ბიზნესის საქმეები. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, ემოციური და ჯიუტი. ემოციურმა კრიზისმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკურ და სულიერ ძალთა მომატება, ასევე სრული გამოფიტვაცა და დაღლილობაც, რაც ქრონიკულ დაავადებების გამწვავებით გამოვლინდება. ავადმყოფობა იმის მიმანიშნებელია, რომ თქვენს მიერ არჩეული გზა არასწორია. არსებული სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება სწრაფად შეცვალოს ახალმა რომანმა, რასაც მალევე მოჰყვება ფარული ქორწინება.

ტყუპები: კარგი დროა ახალ სამსახურში გადასვლისა და ახალ გუნთან მუშაობის დასაწყებად. შესაძლოა მონაწილეობა მიიღოთ საოჯახო ღონისძიებებში. ახლობელი თან საუბრები დიდი სიამოვნებას მოგგვრით და თავდაჯერებულობას გაგიზრდით. ინტერესს გამოიჩენთ უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთებისა და ქონებრივი საკითხების მიმართ. გაიზრდება ოჯახთან დაკავშირებული გადაადგილებების რიცხვი. მოგზაურობა დადებითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შესაძლოა გამოიცვალოთ საცხოვრებელი ადგილიც.

კირჩხიბი: ეს კარგი დროა განვითარებისა და სწავლის გასაღრმავებლად. ახლის ათვისება არა მარტო გაგიადვილდებათ, არამედ შესძლებთ ძალზედ ფასეული ცოდნისა და ინფორმაციის მიღებასაც. აიმაღლეთ ცოდნა და პროფესიონალიზმი, რათა მიაღწიოთ დამოუკიდებლობასა და ცხოვრებისეულად აუცილებელ წარმატებებს. ძვირადღირებულს ნურაფერს შეიძენთ და დროებით გადადეთ ბინის რემონტი. საყვარელ ადამიანს ნუ მოახვევთ თქვენს აზრს ძალდატანებით. მოგზაურობისას ერიდეთ უცნობ ადამიანებს და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ნივთებს.

ლომი:  მოიმატებს ცნობისმოყვარეობა, მჭერმეტყველება და რომანტიულობა. მზად იქნებით ახალი თავგადასავლებისა და რომანტიული ნაცნობობისათვის. საყვარელ ადამიანთან ერთად უცხოეთში გამგზავრებისა და ცხოვრების არა ერთი წინადადება შეიძლება მიიღოთ. საერთაშორისო არენაზე გამოსვლამ შეიძლება შეცვალოს თქვენი გეგმები და კავშირები. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი მარტო სახლიდან შორს შეიძლება იყოთ. დაიცავით პრინციპები, რათა არავინ მოგატყუოთ.

ქალწული: კარგი დროა გარეგნობისა და ჯანმრთელობის მოსაწესრიგებლად, რამე თუ თქვენს გარეგნობაზე იქნება დამოკიდებული საქმიანი კავშირების წარმატებით წარმართვა და ფინანსური მოგების მიღება. საზოგადოებრივი სამუშაო, ბევრი შეხვედრა და გადაადგილება დამღლელი, მაგრამ შედეგიანი აღმოჩნდება. ყველა გადაწყვეტილება დინჯად მიიღეთ და გაითვალისწინეთ მეგობრების რჩევები. მოგზაურობისას ან მივლინებაში გამგზავრებისას აუცილებლად მიაქციეთ ყურაღება საბუთებსა და ბილეთებს.

სასწორი: გაზრდილი თავდაჯერებულობა და ამბიციურობა ხელს შეგიშლით პარტნიორებთან მოლაპარაკებების ჩატარებასა და საერთო შეთანხმების მიღწევაში. მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებული იქნებით გრძნობების გამოვლენაში, მაინც შეიძლება ძალზედ ვნებიანი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება. საქმიან ურთიერთობებში ბევრი რამ ბურუსით იქნება მოცული. ნუ გამოიყენებთ ფარულ და არაკეთილსინდსიერ მეთოდებს. მოგზაურობები უმეტესად საქმიანი ხასიათის იქნება.

მორიელი: წარმატება გელით იურიდიულ, ფინანსურ, საშუამავლო და საბუთებთან დაკავშირებულ საქმეებში. პირადი მიღწევები და კარიერაში წინსვლა ყველაზე მეტად სასურველი იქნება თქვენთვის ამ პერიოდში. ვალდებულების გრძნობა, მიზანდასახულობა და ქცევის ნორმების დაცვა დაგეხმარებათ წარუმატებლობის შიშის დაძლევაში და დამოუკიდებლად მოქმედებისკენ გიბიძგებთ. მოქმედება გაგიადვილდებათ თუ ინტუიციურად იგრძნობთ სხვა ადამიანების შესაძლებლობებს და გამოიყენებთ თქვენს საქმეში.

მშვილდოსანი: პიროვნული თვისებების დემონსტრირებისას მოგიწევთ გარშემომყოფებთან აქტიურად კონტაქტი და ახალი საქმეების დაწყება. შეეცადეთ დაამყაროთ კარგი ურთიერთობა უცხოელებთან და სხვა ქალაქიდან ჩამოსულ ადამიანებთან, რათა უკეთესი პერსპექტივების წიაშე აღმოჩნდეთ. დასაშვებია რომანტიული კავშირიც. მივლინებები და მოგზაურობა სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს განწყობაზეც და საქმეებზეც. სასიყვარულო ურთიერთობაში გაუგებრობის შემთხვევაში კი გადაამოწმეთ ინფორმაცია.

თხის რქა:  ენერგიის მომატება სასიკეთოდ იმოქმედებს შრომისუნარიანობასა სულიერ მდგომარეობაზე. გაგიადვილდებათ ადამაინების მართვა და დაყოლიება. შესაძლოა დაფიქრდეთ სპეციალობის ან სამსახურის გამოცვლაზე. მოერიდეთ დისკუსიებს, რათა არ დაკარგოთ დაკავებული მდგომარეობა. ადვილად გამოიყენებთ არებულ სიტუაციებს საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და შესაძლოა ქორწინების, ან ოჯახური ურთიერთობის დახვეწის სურვილიც გაგიჩნდეთ. მოგზაურობისას ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და გაითვალისწინეთ სხვისი რჩევები.

მერწყული: შესაძლოა მოისურვოთ იმიჯის, ცხოვრებისა და ურთიერთობის სტილის შეცვლა. შეეცადეთ სამუშაო ადგილი ლამაზი და კომფორტული გახადოთ, რათა შემოქმედებითად გამოხატოთ თავი.  წყენა არ ჩაიდოთ გულში და არ იეჭვიანოთ საყვარელ ადამიანზე, რათა კამათმა ნერვული დაძაბულობა არ გაზარდოს. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დროულად მიმართეთ ექიმებს და ჩაიტარეთ აუცილებელი მკურნალობა. ახლო თუ შორეული მოგზაურობა თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვნებას შეჰმატებს.

თევზები: სიტუაცია დაიწყებს დამძიმებასა და დაძაბვას. გაიზრდება როგორც სამუშაოს რაოდენობა, ასევე ხარჯიც. ნურავის ჩაეძიებით წვრილმანებზე, რათა არ გაგიფუჭდეთ ურთიერთდამოკიდებულება გარშემომყოფებთან. მოერიდეთ დამოუკიდებლად მოქმედებას. ახალი ფარული სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლოა სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდოს, ბევრი სიამოვნება გაჩუქოთ და ცხოვრებისეული ცვლილებებისაკენ გიბიძგოთ. მოგზურობა კი დასვენებისა და განმუხტვის კარგი საშუალებაა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მაია ფანჯიკიძემ გრიგოლ ვაშაძის მოადგილე თანამდებობაზე დატოვა1
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავა მხედველობის დაკარგვას იწვევს2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (24 - 30 სექტემბერი)3
აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო4
კახეთში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტების სწავლის საფასურს სახელმწიფო დაფარავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X