დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს საპატრულო პოლიცია დატოვებს.
სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებით, სისტემა სრულად კონტროლდება, თანდათანობით
გაუმჯობესდება პატიმართა საცხოვრებელი პირობებიც.
ტუღუშის განცხადებით, ცვლილებები გლდანის დაწესებულებების
პარალელურად, ყველა საპყრობილეში ეტაპობრივად განხორციელდება და სისტემის რეფორმირება
გაგრძელდება.
აღნიშნულ საკითხზე გადაცემა „P.S“-ში შს
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმაც ისაუბრა. როგორც ეკა ზღულაძემ აღნიშნა, „თუ
პოლიციამ შეძლო თავის სისტემაში არსებული პრობლემების გადალახვა, ეს
სასჯელაღსრულების სისტემაშიც დაძლევადია“.
„რეფორმას ფრანგმეტული ხასიათი არ ექნება და ის მხოლოდ გლდანის
დაწესებულებას არ შეეხება, პროცესი უკვე დაწყებულია, რომელიც სიჩქარეს აკრიფავს
მომავალ დღეებში. ჩვენ ვაპირებ ეს სისტემა ახალი, ღირსებული თანამშრომლებით
დავაკომპლექტოთ, პატრული ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს,“- განაცხადა
სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა.
Internet.ge