ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პატიმრების არაადამიანურ
მოპყრობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის ორგანიზატორის
ლევან ჩიტაძის განცახდებით, დღეს ყველა უნივერისტეტის სტუდენტი 17:00 საათზე
შეიკრიბება და ისინი აქციას შეუერთდებიან.
შეკრებილები ფილარმონიიდან
პროკურატურასთან გადაინაცვლებენ.
ლევან ჩიტაძის თქმით, აქციები უნდა იყოს მშვიდი ხასიათის. ხოლო ვინც
შეეცდება, დაიწყოს რაიმე პროვოკაცია ის მოგზავნილ პროვოკატორად ჩაითვლება.
Internet.ge