ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევევები: სიჩქარის გადაჭარბება, ღვედის გამოუყენებლობა და სიმთვრალეა
შსს
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის
მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, ყველაზე გავრცელებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებს: სიჩქარის გადაჭარბება, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა,
ან მობილურით სარგებლობა და სიმთვრალე წარმოადგენს.
კვლევების მიხედვით, გამოვლენილ სამართალდარღვევათა
პროცენტული
თანაფარდობა
გენდერული
კუთხით 91% / 9%-ზე მამაკაცების "სასარგებლოდაა" .
დამრღვევთა
შორის ასაკობრივი გრადაციით, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში
"ლიდერობს“
31-40 წლის
პირთა სეგმენტი. ქალებთან მიმართებაში კი,
ალკოჰოლური
სიმთვრალით
გამოწვეულ
სამართალდარღვევების
კუთხით 50 წელს გადაცილებული ქალბატონები "ლიდერობენ".
მონაცემების მიხედვით, დღესდღეობით მამაკაცი მძღოლების თითქმის 70%-ს 10 წელი და მეტი სტაჟი გააჩნია, მაშინ როცა ქალი მძღოლების 1/3-ს მხოლოდ 5 წელი და უფრო ნაკლები გამოცდილება. წარდგენილი
განაცხადების
რაოდენობებთან
მიმართებაში
- ყველაზე
დიდი მოთხოვნაა მართვის მოწმობის გამოცვლაზე, რაც შეადგენს 55%-ს. ხოლო, პირველადი მართვის მოწმობის წილი 25% -ია.
„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებასთან დაკავშირებით ლიდერობენ მამაკაცი მძღოლები. გამოცდის პრაქტიკულ ნაწილს მათი უმრავლესობა 1-2
ცდიდან აბარებს, მათ შორის პირველი ცდიდან 32%. მაშინ, როცა ქალების 45%-ს, ანუ თითქმის ნახევარს,
4 და
მეტი ცდა სჭირდება წარმატებისთვის.
ქალების მხოლოდ 18% აბარებს პრაქტიკულ გამოცდას პირველივე ცდიდან. აქვე აღსანიშნავია ისეთი შემთხვევებიც, როცა წარმატებისთვის
30-31 ცდაც
კი გახდა საჭირო. რაც შეეხება თეორიულ გამოცდას, მამაკაცების, ისევე როგორც ქალების უმრავლესობა პირველივე ცდიდან აბარებს. ქალები ოდნავ უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევიან
(67%), ვიდრე
მამაკაცები
(60%)“,-
ნათქვამია კვლევებში.
რაც შეეხება პირველადი მართვის მოწმობების გაცემის განაწილებას რეგიონების მიხედვით, მთელი რაოდენობის 1/3 მოდის თბილისის მოსახლეობაზე, მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი 16%-ით. ყველაზე ნაკლები აქტივობით რაჭა-ლეჩხუმის მაცხოვრებლები გამოირჩევიან, მათი წილი მხოლოდ 0.6%-ს შეადგენს.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
რაოდენობის
მხრივ, როგორც აბსოლუტური, ასევე ხვედრითი წილის მიხედვით "ლიდერობს" თბილისი/მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. ამ მხრივ ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
Internet.ge