თბილისში, სანაპიროზე ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა, სადაც ერთ
სივრცეში 300-ზე მეტი მომსახურების გაწევაა შესაძლებელი. დღეს დილიდან უკვე
შენობაში მოქალაქეების მიღება დაიწყო. იუსტიციის სახლის მთავარი მენეჯერის
განცხადებით, დილიდან ამ წუთამდე იუსტიციის სახლში სხვადასხვა განხრით 1300-ზე
მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
მთლიანობაში იუსტიციის სახლში სულ 400 ოპერატორი მოემსახურება იქ
მისულ ადამიანებს.
აღსანისნავია, რომ თბილსის იუსტიციის სახლს აქვს ორი ახალი სერვისი:
ჯაზთ დრაივი და ჯაზთ კაფე. ჯაზთ დრაივის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია
დოკუმენტის გატანა იუსტიციის სახლიდან მანქანიდან გადმოუსვლელად. ჯაზთ კაფეს რაც
შეეხება, ერთი ფინჯანი ყავის პარალელურად მათ შეუძლიათ ნებისმიერი განაცხადი
შეავსონ და ჩააბარონ თბილისის იუსტიციის სახლში.
თანამედროვე შენობა, რომელიც 32 ათასი კვადრატული მეტრია იტალიელმა
არქიტექტორმა მასიმილიანო პუკსასმა დააპროექტა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სულ 10
იუსტიციის სახლი გაიხსნა, ხოლო თბილისის იუსტიციის სახლი მეთერთმეტეა.
Internet.ge