GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი გვინდაძემ შავი ზღვის უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გამართა
17:11 12.04.2012
დღის სიახლეები

„ვისაუბროთ ეკონომიკაზე“ - ამ სახელწოდებით საჯარო დისკუსია ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ დღეს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართა.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მთავრობის ინიციატივები იყო, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად. მინისტრის განცხადებით, საგზაო, ურბანული და რეგიონული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, სამრეწველო და ტურისტული ბიზნესის განვითარება, ენერგოსექტორში ახალი სიმძლავრეების შექმნა, აგრარული სექტორის განვითარებისთვის წინაპირობების შექმნა, კერძო სექტორის განვითარებაზე მიმართული ეფექტური ბიზნეს გარემოს შექმნა - ყველა ამ ატრიბუტის ერთობლიობა განაპირობებს საქართველოს თანმიმდევრულ ჩამოყალიბებას რეგიონულ სავაჭრო და ეკონომიკურ ცენტრად და ზრდის  უცხოელ ინვესტორთათვის ქვეყნის მიზიდულობას.

დიმიტრი გვინდაძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნების უმთავრესი მიზანია - დასაქმება და მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, უზრუნველყოფა იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის დადებითი შედეგები იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი ოჯახის მაგალითზე.

„სტუდენტებს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია იმ ეკონომიკურ, ფისკალურ, ფინანსურ ტენდენციებზე, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში. გავეცანი მათ მოსაზრებებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ ჩვენს ძირითად ამოცანას - ესაა დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ზოგადად, ფისკალური პოლიტიკის წარმატებულობა გამომდინარეობს იმ დიალოგიდან, რომელიც ჩვენ, ფინანსთა სამინისტროს გვაქვს მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტთან. ამ მხრივ, ურთიერთობა და ინტერაქცია სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს ქართული და თურქული თანამეგობრობის საფუძველზე დაარსდა. ის პირველი ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში.   ამჟამად, აქ 1200-მდე სტუდენტი სწავლობს. ახლო მომავალში უნივერსიტეტი ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსში გადასვლას გეგმავს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნინო ბურჯანაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო1
ნიკა რურუამ გურამ ოდიშარიას წარმატება უსურვა2
პოლიციას აქციების დარბევისას ძალის გამოყენების უფლება მისცეს3
აშშ-ში შოკისმომგვრელი პაპირუსი გამოაქვეყნეს, რომელშიც ნახსენებია, რომ იესოს ცოლი ჰყავდა4
ვანო მერაბიშვილმა შიდა ქართლში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X