GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასჯელაღსრულების სამინისტრო სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას ეხმიანება
15:33 24.09.2012
დღის სიახლეები

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქსნის დაწესებულების ე.წ. „ძველ ზონაში“ განთავსებულმა მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის სახელზე დაწერეს კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერს 526 მსჯავრდებული.

ახსნა -განმარტება შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ ქსნის N15 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების მხრიდან  წარსულში განხორციელებულ არასათანადო, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.“ განცხადებაში ასევე დასახელებულნი არიან დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებიც, პატიმართა გადმოცემით, მათ მიმართ ცემასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას ახორცილებდნენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ 2012 წლის 20 სექტემბრის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის არც ერთი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა.

„სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების შესახებ მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მოგვეწოდება როგორც უშუალოდ პატიმართა, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის უფლების მქონე პირებისა და ორგანიზაციების მიერ. მიღებული ინფორმაციის შემდეგ ინდივიდუალურად ხდება ყველა კონკრეტული ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განცხადებაში აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლები განცხადების გავრცელების მომენტისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ უკვე იდენტიფიცირებული და სამსახურიდან გათავისუფლებული იყვნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მორბენალი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ოლიმპიადაზე ათლეტებს გაეჯიბრება1
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია დაპირისპირებით დასრულდა2
ფოტორეპორტაჟი: ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის3
პატრიარქის ფოტოების გამოფენა მოეწყობა4
გაერო: სირიაში მსხვერპლის რაოდენობამ 30 ათასს მიაღწია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X