GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი: რუსთავის ციხეში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა მუდმივად ხორციელდებოდა
16:23 24.09.2012
დღის სიახლეები

სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საგანგებო მონიტორინგი განახორციელა რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც შეხვდა და გაესაუბრა იქ განთავსებულ პატიმართა დიდ ნაწილს.

როგორც მონიტორინგის დროს გაირკვა, დღის პირველ ნახევარში დაწესებულებაში შედარებით დაძაბული ვითარება იყო. მსჯავრდებულები მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს მიმდინარე მოვლენების მიმართ და მოითხოვდნენ N16 დაწესებულების ზოგიერთი თანამშრომლის დასჯას. ისინი ასევე მოითხოვდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრას.

მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს გადასცეს 336 ინდივიდუალური საჩივარი და კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერს 416 ადამიანი. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ უკვე მონახულებულმა მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ სხვა მსჯავრდებულებსაც სურთ, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიაწოდონ ანალოგიური ახსნა-განმარტებები. სახალხო დამცველის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში განმეორებით ჩაატარებენ მონიტორინგს N16 დაწესებულებაში ამ მსჯავრდებულებთან შესახვედრად და ინფორმაციის მოსაპოვებლად.

მსჯავრდებულთა განცხადებით, რუსთავის N16 დაწესებულების ძველი ადმინისტრაციის პირობებში მუდმივად ხორციელდებოდა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც გამოიხატებოდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და უსამართლო და უმიზეზო დასჯაში.

მსჯავრდებულების გადმოცემით, ადმინისტრაციის თანამშრომლები რეგულარულად შედიოდნენ საკნებში, ძირს უყრიდნენ ტანსაცმელს, ხატებს, მათ კუთვნილ სხვა ნივთებს; სამარტოო საკანში ჩაყავდათ მარტო იმიტომ, რომ შემდეგ ვეღარ ესარგებლათ ხანგრძლივი პაემნის უფლებით. ასევე, მსჯავრდებულთა თქმით, შემოწმების დროს მათ უნადგურებდნენ წყლის მარაგს და შემდეგ რამდენიმე დღით უკეტავდნენ საკნებში წყალს, მაშინ, როდესაც დაწესებულების დანარჩენ ტერიტორიაზე წყალი ჩვეულებრივად მოდიოდა. დაწესებულებაში სტუმრის მოსვლის შემთხვევაში კეტავდნენ ფანჯრებს, გამორთავდნენ ვენტილაციას და უჰაერო საკანში ტოვებდნენ გარკვეული ხანი.

მსჯავრდებულთა თქმით, ადმინისტრაცია თავისი შეხედულებისამებრ რამდენიმე დღით თიშავდა ტელეფონს, ხშირად - რამდენიმე კვირითაც.

ასევე, მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით გაუსაძლისი მათი მდგომარეობა გახდა ყოფილი დირექტორის, ვაჟა ცხვედიანის მოსვლის შემდეგ, რომელიც მოადგილესთან, დავით მუმლაძესთან და უსაფრთხოების უფროსთან, ილო ლუტიძესთან ერთად პირადად ცემდა კარცერში განთავსებულ მსჯავრდებულებს, რასაც სხვები მობილურით იღებდნენ.

 გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, მსჯავრდებულები ასახელებენ შემდეგ თანამშრომლებს: რეჟიმის ოფიცერი გიორგი ჯღარკავა, ოფიცერი თემურ კორშია და აღნიშნავენ, რომ ეს სია არ არის ამომწურავი.

რუსთავის N16 დაწესებულების მსჯავრდებულთა ახსნა-განმარტებები 24 სექტემბერს, რეაგირებისთვის გადაეცემა მთავარ პროკურატურას.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჯონ კერის ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში1
დღეიდან მედიისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება იკრძალება2
მიხეილ სააკაშვილი: კანონიერმა ქურდებმა ბილეთები უკან ჩააბარონ, მათ საქართველოში არავინ ელოდება3
გიორგი ხაინდრავა პროკურატურაში დაიბარეს4
სახალხო დამცველი: რუსთავის ციხეში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა მუდმივად ხორციელდებოდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X