GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საიამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა
17:59 24.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა. ანგარიში  მოიცავს 2012 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ოთხთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში:  კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარასა და ოზურგეთში საიას მონიტორების დახმარებით ახორციელებდა.

საიას მონიტორები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან მოიპოვებდნენ, მათ შორის საჯარო დაწესებულებებიდან, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის და მედიით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის გზით.

საიას ინფორმაციით, კვლევის მიმდინარეობისას რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა:

„ადგილი ჰქონდა მკვეთრად უთანასწორო საარჩევნო გარემოს არსებობას. სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა, წინასაარჩევნო თვალსაზრისით, მეტისმეტად მიკერძოებული იყო. დაფიქსირდა კანონის შერჩევითი გამოყენების, მისი არასათანადო და სუბიექტური აღსრულების ფაქტები, განსაკუთრებით, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში.

მონიტორინგის პერიოდში საიას მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენების არაერთი ფაქტი, რომლის დროსაც ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსების მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის - მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებას, რაც ქმნის არათანასწორ და არაკონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს;

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის არაერთი ფაქტი. რეაგირების მიზნით, საია კომპეტენტურ ორგანოებს მიმართავდა.

დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის, დაშინების, სამსახურიდან გათავისუფლების და ზეწოლის შემთხვევები. პირველი შუალედური ანგარიშისგან განსხვავებით, მონიტორინგის პერიოდში იმატა ძალადობრივი ქმედებების, ანგარიშსწორებისა და მუქარა/ზეწოლის ფაქტებმა;

შეიმჩნევა საჯარო სამსახურის პოლიტიზირება. განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში საჯარო მოსამსახურეებისა და თანამდებობის პირების მონაწილეობის ფაქტები;

პოლიცია, რიგ შემთხვევებში, არა თუ ვერ ახერხებს მისთვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების - მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების კონტრდემონსტრანტებისაგან დაცვას - არამედ თვითონაც მონაწილეობს აღნიშნულ ქმედებებში. შეკრების მონაწილეთა მიმართ ძალადობისას, პოლიციის ეფექტური ჩარევის არარსებობის პირობებში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა;

ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებები და იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ პასუხობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი სასამართლო განჩინებებით, ადგილი აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას;

იდენტიფიცირებულ იქნა პოლიტიკური პარტიების საეჭვო დაფინანსების ფაქტები;

საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა იმ ჟურნალისტების მომართვებმა, რომელთაც პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უკანონოდ ეშლებათ ხელი. აღნიშნული ქმედებები, რიგ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების, ცალკეულ შემთხვევებში კი, თავად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხორციელდება“,- ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო მონიტორინგს აწარმოებდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის“ - ფარგლებში.

პირველი შუალედური ანგარიში (იანვარ-მარტში განხორციელებული მონიტორინგი)  საიამ 2012 წლის 4 აპრილს თბილისში ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით გამოაქვეყნა. წინასაარჩევნო გარემოს კვლევის მიზანს წინასაარჩევნო ტენდენციების გამოვლენა და იმის დადგენა წარმოადგენდა, რამდენად თანაბარი და კონკურენტული გარემოა შექმნილი პოლიტიკური პარტიებისთვის.

internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მკვლელი ცხედრებს საკუთარი სახლის სარდაფში მალავდა1
დავით ბაქრაძე: სამ დღეში გადაწყდება ქვეყანა საით წავა2
გიორგი თარგამაძე: საქართველომ არაღიარების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს3
ჟვანიამ საფრანგეთში დებიუტზე იმარჯვა4
"თბილისი, ჩემი ქალაქის“ ჩვენება სექტემბერში იგეგმება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X