GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალმა ჯიოევას შინაპატიმრობის ახალი მიზეზი მოიგონა - მასზე თავდასხმას, თურმე, ქართული სპეცსამსახურები გეგმავდნენ
13:43 25.03.2012
დღის სიახლეები

ოპოზიციონერი ალა ჯიოევა, რომელიც ცხინვალის საავადმყოფოდან დღეს გაწერეს, კვლავ ძალოვანთა გარემოცვაში რჩება. როგორც ცნობილია, ჯიოევას პალატას, თითქმის ერთი თვის განმავლობაში სამართალდამცველები აკონტროლებდნენ, რომლებმაც ახლა უკვე ჯიოევას სახლთან გადაინაცვლეს. ამჯერად, სულ სხვა მიზეზის გამო. სეპარატისტული რეჟიმი ირწმუნება, რომ ჯიოევაზე თავდასხმას ქართული სპეცსამსახურები გეგმავდნენ და ძალოვნები მის სახლთან ოპოზიციონერი ქალბატონის უსაფრთხოების მიზნით მორიგეობენ.

მარიონეტული რეჟიმის პროკურატურის გამომძიებლის ალან პლიევის თქმით, „ჩვენ გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულია „კგბ"-სა და შს სამინისტროს მიერ. ამ ინფორმაციის თანახმად საქართველოს სპეცსამსახურები თავდასხმას ამზადებდნენ ალა ჯიოევაზე, რათა სამხრეთ ოსეთში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ. ამასთან დაკავშირებით მის სახლთან ჩაყენებულია დაცვა".

სეპარატისტულ რეჟიმს, სავარაუდოდ, თავისუფლებაზე მყოფი ჯიოევას გააქტიურების ეშინია და ამიტომ, მისი შინაპატიმრობის ახალი მიზეზი მოიგონა. მითუმეტეს, ხვალ რეგიონში ე.წ. საპრზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. როგორც ცნობილია, ალა ჯიოევას ცხინვალში არაერთი მომხრე ჰყავს, რომლებიც განაწყენებულები არიან იმით, რომ გასულ წელს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ჯიოევას გამარჯვება წაართვეს. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ავრცელებს (VIDEO)1
მეწყერის შედეგეად 18 ბავშვი ცოცხლად დაიმარხა (VIDEO)2
აჭარაში „ბათუმობა 2012“ გაიმართება3
ტიმოშენკოს ბრალად ბიზნესმენის მკვლელობას წაუყენებენ4
სტიქიისაგან დაზარალებულ თელავის უნივერსიტეტს საქართველოს ეროვნული ბანკი დაეხმარება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X