იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმის ყოფნა არ დასტურდება
შინაგან საქმეთა სამინისტროში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე
სპეცდანიშნულების რაზმის ყოფნის ფაქტს არ არადტურებენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, კოლმეურნეობის მოედანზე
მხოლოდ პატრულის თანამშრომლები იმყოფებიან.
„არანაირი სპეცრაზმი, კოლმეურნეობის მოედანზე პატრულის თანამშრომელთა
მობილიზება სტუდენტთა აქციამ გამოიწვია. იცით, რომ მათ სავალი გზა გადაკეტეს“,-
განაცხადა მახარაძემ.
კითხვაზე რა რაოდენობის სამართალდამცავია ადგილზე მობილიზებული შს
სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ „იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე
იმდენი პოლიციელია მობილიზებული, რამდენიც სიტუაციის განმუხტვისთვისაა საჭირო“.
შეგახსენებთ, ამ წუთებში სტუდენტები საპროტეტსო აქციას ახლად გახსნილ
იუსტიციის სახლთან მართავენ. სტუდენტები სკანდირებენ, „სისტემა უნდა დაინგრეს“ და საპროტესტო აქციას სტვენის ფონზე მართავენ.
Internet.ge