იუსტიციის სახლის წინ სტუდენტთა საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის
ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე
გადაინაცვლონ, ხოლო ნაწილი უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციას შეუერთდეს.
ამ დროისთვის, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტილია,
ბარათაშვილის ხიდზე და კოლმეურნეობის მოედანზე პოლიციაა მობილიზებული.
ცოტა ხნის წინ, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი მივიდა, როგორც მან ჟურნალისტებთან
საუბარში განმარტა, პოლიციის მობილიზება წესრიგის დაცვის მიზნით მოხდა.
ამ წუთებში, აქციის მონაწილე სტუდენტები ფილარმონიისკენ მიემართებიან.
Internet.ge