ლიბიაში მოკლული ამერიკელი ელჩი დღიურში წერდა, რომ „ალ-ქაედას“ დასახვრეტთა სიაში იყო
ტელეკომპანია CNN-ის
კორესპონდენტებმა ბენღაზიში, აშშ-ის საკონსულოს შენობაში, ანტიისლამური ფილმის
მიმართ პროტესტის დროს მოკლული ამერიკის ელჩის კრის სტივენსის დღიური იპოვეს,
რომელიც საჯარო გახადეს.
ელჩის ახლობლების თხოვნის მიუხედავად, რომ ჟურნალისტებს არ გაეხმაურებინათ
ჩანაწერები, ის საჯარო მაინც გახდა.
კერძოდ, დღიურში წერია, რომ ლიბიაში ძალას იკრებს ექსტრემისტული მოძრაობა და ამ ქვეყანაში ყოფნა უსაფრთხო აღარ
არის. ამასთან, ელჩი, საკუთარი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზეც ღელავდა, რადგან
თვლიდა, რომ „ალ-ქაედას“ ის დასახვრეტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი.
აღნიშნულის გამო, ტელეკომპანია მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო
დეპარტამენტმა.
Internet.ge