ფრანგმა
ჟურნალისტმა გამოსცა წიგნი, რომელშიც ლიბიელი დიქტატორის სექსუალურ დანაშაულებზე
ყვება.
ამ მასალების თანახმად, მუამარ კადაფის მთელი ჰარამხანა ჰყავდა, რომლის
შემადგენლობაშიც მოტაცებული სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ.
ამ დანაშაულებების შესახებ მისი ელექტრონული არქივის დათვალიერების შემდეგ
შეიტყვეს. სწორედ ამ ცნობებზე დაყრდნობით გამოიცა კიდეც წიგნი „მსხვერპლი კადაფის
ჰარამხანაში“, რომლის ავტორიც ჟურნალისტი ანიკ კოჟანია.
მასში მოთხრობილია 15 წლის სორაიაზე, რომელიც ლიბიის სპეცსამსახურებმა 2004 წელს
დიქტატორისთვის მოიტაცეს. საბოლოოდ, გოგონამ კადაფის მონობაში 5 წელი გაატარა, რა
დროსაც საშინელ შეურაცხყოფას იტანდა: დიქტატორი მას აუპატიურებდა, სცემდა და მის
სხეულზე ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც იკმაყოფილებდა.
წიგნში ლიბიელი დიქტატორის სხვა სექს-მონებზეცაა საუბარი და აღნიშნულია, რომ
კადაფის დამხობის შემდეგაც კი, ეს გოგონები კვლავ სტრესის ქვეშ იმყოფებიან.
Internet.ge