GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილმა კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესი შეამოწმა
10:59 25.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის ღვინის ქარხანას ესტუმრა და წლევანდელ რთველზე ყურძნის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობა კიდევ ერთხელ შეამოწმა.

ქარხნის დირექტორმა პრემიერ-მინისტრს ქარხანაში ბოლო დროს დანერგილი ახალი ტექნოლოგიები და ქარხნის გაზრდილი სიმძლავრეები გააცნო.

წელს ქარხანამ უკვე 3000 ტონა ყურძენი გადაამუშავა და ყურძნის მიღებას კვლავ  აგრძელებს, მისი დღიური წარმადობა 100-150 ტონაა. ქარხანამ საზღვარგარეთ 1600 ცალი მუხის კასრი შეუკვეთა, რომელშიც წლევანდელ ღვინოს ხანგრძლივი ვადით მოათავსებენ.

საუბარში პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების აუცილებლობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, წლევანდელი მოსავალი კახეთში მაღალშაქრიანობით გამოირჩეოდა და ეს ფაქტორი, ქარხნის თანამედროვე სათავსოებთან ერთად, მაღალი ხარისხის ღვინის დამზადებისათის კარგ წინაპირობას ქმნის. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვინაიდან კახეთის რეგიონი წელს სტიქიამ უკვე ორჯერ დააზარალა, დაზიანებულ ყურძენს ღვინის ქარხნები 1 კილოგრამს 35 თეთრად, ხოლო შავ ყურძენს 1 კილოგრამს 1 ლარად იბარებენ. სულ მთელ კახეთის რეგიონში 55 ყურძნის ჩამბარებელი პუნქტია გახსნილი.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთში მუამარ კადაფის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია ჩატარდა1
75 წლის ბებო კალათბურთში სასწაულებს ახდენს (VIDEO)2
აშშ-ის საელჩოს ევაკუაცია განხორციელდა3
გალში საპასპორტო რეჟიმის კონტროლი დაიწყო4
ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მივჩნევ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X