GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტუღუში: ციხეში ადგილი ჰქონდა წამების სხვა სასტიკი მეთოდების გამოყენებასაც
12:14 25.09.2012
დღის სიახლეები

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა მინისტრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, არსებობს პატიმართა წამების დამატებითი კადრები, რომლის გაშუქებისგანაც მინისტრი მედიასაშუალებებს თავის შეკავებას სთხოვს.

ამის შესახებ განცხადება, ტუღუშმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

„ბოლო დღეებში ცნობილი გახდა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ, რაზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. სამწუხაროდ, გარდა იმ საზარელი კადრებისა, არის ინფორმაცია, რომ სისიტემაში პატიმრების წამებისა და ღირსების შემლახავ სხვა მეთოდების გამოყენებასაც ჰქონდა ადგილი, ამაზე არსებობს მტკიცებულებები და გვაქ            ვს ინფორმაცია ამას ვინ აკეთებდა. მინდა ვთხოვო მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ იმ კადრების ეთერში გაშვებისგან, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ან იმ დამატებითი მტკიცებულებებისა, რომელიც შეიძლება იყოს. მოვუწოდებ ყველას, ასეთი ფაქტები, ანონიმურად ან საჯაროდ მიაწოდონ პროკურატურას ან სასჯელაღსრულების სამინისტროს“,- განაცხადა ტუღუშმა.

მინისტრის თქმით, 10 დღის განმავლობაში შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს.

„მათ მიეცემათ დიდი მანდატი და ექნებათ უფლებამოსილება პირადად აწარმოონ მოკვლევა და დაუბრკოლებლად შეხვდნენ იმ პირებს ვინც მათი ინტერსესის საგანი იქნება. ასევე, მათ შეუძლიათ საჯარო მოხელეს შეუჩერონ უფლებამოსილება, მიმართონ პროკურატურას, რომელსაც გადასცემენ მასალებს, რის შემდეგაც სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება დაიწყება“,- განაცხადა ტუღუშმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი: სტიქიისგან დაზარალებული კახეთი1
სანტა კლაუსმა მაღაზია დააყაჩაღა2
კრიმინალური ქრონიკა3
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი4
ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X