უკრაინის ვინიცის ოლქის პროკურორის მოადგილე რომან შუბინი
საავტომობილო ავარიის შედეგად გარდაიცვალა.
შუბინი საკმაოდ ხმაურიან საქმეებზე მუშაობდა. მის წარმოებაში იყო
ქართველი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობისა და უკრაინის ექს-პრეზიდენტის,
ვიქტორ იუშენკოს მოწამვლის შესახებ საქმეები.
რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შუბინმა, თითქოსდა,
ხელმძღვანელობას, სხვა, „ნაკლები დატვირთვის“ სამუშაოზე გადაყვანის თხოვნით
მიმართა. როგორც მაშინ ითქვა, რეზონანსული საქმეებისგან მისი ჩამოშორება
ხელისუფლებას სურდა.
წინასწარი
ვერსიით, შუბინს ინფარქტი დაემართა, რამაც შემდგომ უკვე ავარია გამოიწვია.
თუმცა ერთ-ერთი ყოფილი გამომძიებელი, რომელმაც არ დაასახელა თავისი ვინაობა,
აცხადებს, რომ ეჭვი ეპარება ავარიის შემთხვევითობაში, რადგან შუბინს მტრები
ჰყავდა.
internet.ge