GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მელაძის საჩივრის საფუძველზე ჟურნალისტს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
00:00 26.09.2012
დღის სიახლეები

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა საქმე, რომლის თანახმადაც, მომღერალმა ვალერი მელაძემ, თითქოსდა, „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტი ევგენია გუსევა სცემა.

საქმე ჟურნალისტის საჩივრის საფუძველზე აღიძრა.

ჟურნალისტმა მომღერალს ფოტო იმ მომენტში გადაუღო, როცა ის ერთ-ერთი ტელეწამყვანის ქორწილის დროს რესტორნიდან გადიოდა. მელაძეს არ მოეწონა ჟურნალისტის საქციელი, გაეკიდა მას და გადაღებულის წაშლა მოსთხოვა. სწორედ ამ დროს, მომღერალმა, თიოთქოსდა, ძლიერად ჰკრა ხელი გუსევას, თანაც ყვიროდა და ილანძღებოდა. შედეგად, კი ჟურნალისტმა დალურჯებები და ნერვული სტრესი მიიღო.

მელაძე აცხადებს, რომ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია და მედიასაშუალებები ძალით აზვიადებენ სუტუაციას. მისი ვერსიით, როცა რესტორნიდან გადიოდა, ცუდად გამოიყურებოდა. რამდენიმე კადრის გადაღების შემდეგ კი ჟურნალისტსკენ წავიდა, რათა ფოტოების წაშლა ეთხოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა ისტერიული ყვირილი ატეხა, წაბორძიკდა და დაეცა. როცა მელაძე მიუახლოვდა, გუსევამ ნებაყოფლობით მისცა მას ფლეშკა, რომლიდანაც მელაძემ, როგორც ამბობს, წაშალა კიდეც ფოტოები.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა მომღერალს უჩივლა. სასამართლომ მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. თუმცა ახლა თავად მოუწევს პასუხისგება. მელაძე ამბობს, რომ საქმე გუსევას წინააღმდეგაც არის აღძრული - ცილისწამების მუხლით, რომლის დადასტურების შემთხევაშიც, ჟურნალისტს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოელის.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოში ვიზიტად მყოფი სენატორები გიგა ბოკერიას შეხვდნენ1
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ღვთისმშობლის ხატს მირონი და სისხლი სდის2
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი3
ბავშვმა - მაიმუნის გენებით ექიმები შოკში ჩააგდო4
შალვა ნათელაშვილი აშშ-ში სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X