ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 15:00 საათზე სტუდენტები აქციას გამართავენ.
სტუდენტები კანცელარიის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ და მათი მთავარი ლოზუნგი იქნება – "არ გაყალბდეს არჩევნები".
ამასთან, მსვლელობას დღეს, სპორტსმენებიც მოაწყობენ. კერძოდ 15:00 საათზე ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები ფეხბურთის ფედერაციასთან, რაგბის კავშირთან, კალათბურთის აკადემიასთან, ფალავანთა კლუბთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც სიმბოლური 10 კილომეტრიანი მსვლელობა გაიმართება.
internet.ge