მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდმოწამე დედოფლის ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამის, საქართველოს მნათობისა და კახეთის დედოფლის ქეთევანის
ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან
წირვა აღევლინება.
ქეთევან დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს შაჰ-აბასის ბრძანებით აწამეს. მას თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
მის წმინდა ნეშტს კი სამი ნათლის სვეტი დაადგა.
წამების მხილველმა ავგუსტინელებმა,
დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში მიაბრძანეს.
საქართველოში კი დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.
Internet.ge