არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოში უცხოელი დამკვირვებლების
რაოდენობა მატულობს. თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის სადამკვირვებელო მისია
იმყოფება. ისინი ქვეყნის მასშტაბით
არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდებიან და არჩევნების ყველა ეტაპის მონიტორინგს
ჩაატარებენ.
სადამკვირვებლო მისია 16 დეპუტატისგან შედგება. ვიზიტის ფარგლებში
ისინი პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ მათ რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართეს.
მისიის მონიტორინგი საქართველოში 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება და შემაჯამებელ
დასკვნას გამოაქვეყნებენ.
Internet.ge