GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
1000 ლარიანი ვაუჩერების დარიგება 1-ელი იანვრიდან დაიწყება
11:55 26.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქარელში იმყოფებოდა, სადაც მშენებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებს ახალი, ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამა გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტებზე: უმუშევრობის შემცირებაზე, სოფლის მხარდაჭერაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე და 1000 ლარიან ვაუჩერზე.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქარელის რაიონში იგეგმება 5 ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გახსნა. გარდა ამისა, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ფერმერების მიერ მიღებული ჭარბი მოსავლის ჩაბარებას და საზღვარგარეთ გატანას.

პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეს ექნება ჯანმრთელობის დაზღვევა. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, უმუშევრობა დღეს საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რის გამოც მთავრობის ყოველი ნაბიჯის, საერთაშორისო ხელშეკრულების, შემოსული ინვესტიციის, განხორციელებული პროექტის წარმატებულობა განისაზღვრება შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობის მიხედვით.

შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას საშუალება ექნება საკუთარ სახლში ბუნებრივი აირის შეყვანის საფასური 1000 ლარიანი ვაუჩერიდან დაფაროს, რომელიც მათ 1-ელი იანვრიდან დაურიგდებათ.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)1
მიხეილ სააკაშვილმა ბუქარესტში მიმდინარე ფორუმი შეაფასა (VIDEO)2
გაფიცულ მაღაროელებს ხელფასებს 10%-ით გაუზრდიან3
სოზარ სუბარის ძმა პატიმრობიდან გათავისუფლდა4
ახალგაზრა მამაკაცის გვამი პოლიციამ ჩამომხრჩვალი იპოვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X