„ქართული ოცნება“ კოალიციის წევრების ქურდებთან კავშირზე სერიოზულ კომენტარს არ აკეთებს
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
გავრცელებულ აუდიომასალას, საიდანაც კოალიციის ორი წევრის კახი კალაძისა და გუბაზ
სანიკიძის ე.წ კანონიერ ქურდებთან
კავშირი ვლინდება, აბსურდს უწოდებენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია
ფანჯიკიძემ განუცხადა, მათ ამ მასალებზე „უმარტივესი“ პასუხი აქვთ.
„რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ, ჩვენი პოზიცია უმარტივესია,
დღეს ვიხილეთ კიდევ ერთი სისულელე, რომელიც სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს“,-
აღნიშნა ფანჯიკიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და
კანონიერი ქურდების კავშირების დამადასტურებელი აუდიომასალა რამდენიმე წუთის
წინ გაავრცელა.
როგორც ჟურნალისტებს დეტექტივმა ლევან წიკლაურმა განუცხადა, დღეს
გამოქვეყნდა ოპოზიციური ძალებისა და ე.წ ავტორიტეტების შეხვედრებისა და კავშირების
ამსახველი სამი ვიდეომასალა.
internet.ge