გერმანიაში, კათოლიკური
ეკლესიის მღვდელი წყვილის ჯვრისწერისას გარდაიცვალა. 47 წლის გრეზგონ ვიეკზოკერი
ლოცვის წარმოთქმისას უეცრად ძირს დაეცა და თავი ქვას დაარტყა.
„ეს იყო დაუჯერებელი
ფაქტი, თავი ფილმში მეგონა,” – განაცხადა ქორწილის ორგანიზატორმა ანდრეა ვიტმენმა.
როგორც ცნობილი გახდა,
მღვდელს გულის პრობლემები ჰქონდა და წყვილის ჯვრისწერისას შეტევა განუვითარდა.
წყვილმა ქორწილის
გაგრძელება რამდენიმე საათის შემდეგ, სხვა
მღვდლის დახმარებით შეძლეს.
Internet.ge