საფრანგეთის
პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდეს ინიციატივით, იგეგმება ქვეყნის ყველა ლეგალური
დოკუმენტიდან ტერმინების – „დედა“ და „მამა“ ამოღება. აღნიშნულ სიტყვებს „მშობელი“
შეცვლის.
როგორც ხელისუფლების
წარმომადგენლები განმარტავენ, ეს ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას, ვინაიდან, სხვადასხვა
სქესის მშობლები არ იქნებიან განსხვავბულად მოხსენიებულნი. ამასთანავე, ეს იქნება
დისკრიმინაციის შეზღუდვა ჰომოსექსუალი წყვილებისათვის.
„ვინ თქვა, რომ
ჰეტეროსექსუალი წყვილები უკეთესი მშობლები არიან ჰომოსექსუალებზე? ამიტომ
მნიშვნელოვანია, რომ გეი წყვილებს შევუქმნათ საუკეთესო პირობები ბავშვების აღსაზრდელად“,
– განაცხადა საფრანგეთი იუსტიციის მინისტრმა.
Internet.ge