საფრანგეთის
ხელისუფლება საქართველოს მიერ ჟანდარმერიიდან მიღებული ფარული ჩანაწერების
გამოქვეყნების გამო უკმაყოფილოა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრის
მოადგილე თინა ბურჯალიანი გამოეხმაურა.
ბურჯალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას საფრანგეთის წინაშე მასალების
გაუვრცელებლობის არანაირი ვალდებულება არ აუღია.
„გაკვირვებულნი
ვართ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით. საქართველოს
სამართალდამცავ ორგანებს არც ერთ ეტაპზე არ აუღიათ საფრანგეთის შესაბამისი
სტრუქტურების წინაშე, ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით
ვალდებულება. ასევე არც ჟანდარმერიას და არც სასამართლოს არასდროს მოუთხოვია
ქართული მხარის მხრიდან კონფიდენციალურობის დაცვა“,- განაცხადა ბურჯალიანმა.
internet.ge