მაღაროელის დღესთან
დაკავშირებით, გარემოს დაცვის მინისტრი, გიორგი ზედგინიძე ჭიათურას ესტუმრა,
მაღაროელებს შეხვდა და სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში ახალი ტექნიკის პრეზენტაციას დაესწრო.
"გარემოს დაცვის სამინისტრო მიესალმება ყველა იმ ინიციატივას, რომელიც დღეს აქ გაჟღერდა და არა მხოლოდ. ეს გულისხმობს ჭიათურაში ახალი, სუფთა ტექნოლოგიებით სამუშაოს გაგრძელებას და იმ წარმატებული საქმის კეთებას, რომელსაც თითოეული ქართველის ოჯახისთვის და თითოეული დასაქმებულისთვის სარგებელი მოაქვს,"-განაცხადა გიორგი ზედგინიძემ.
გარემოს დაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ჭიათურაში მაღაროელის მონუმენტი დაიდგმება.
მოსახლეობასთან შეხვედრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შრომისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი პირობების უზრუნველყოფაზე.
internet.ge