GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილმა შიდა ქართლში რამდენიმე ობიექტი მოინახულა
16:19 26.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრა, სადაც რამდენიმე მშენებარე და დასრულებული ობიექტი მოინახულა. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ქარელში იმყოფებოდა, სადაც მშენებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებს ახალი ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამა გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტებზე უმუშევრობის შემცირებაზე, სოფლის მხარდაჭერაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე და 1000 ლარიან ვაუჩერზე. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქარელის რაიონში იგეგმება 5 ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გახსნა.

ქარელის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ქალაქ გორში გორიჯვართან მისასვლელი გზის მშენებლობას ესტუმრა. გზატკეცილის სიგრძე შეადგენს 1500 მეტრს, რომლიდანაც 900 მეტრი ბეტონის საფარი იქნება. გზის გასწვრივ მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები ფეხით მოსიარულეთათვის.

გარდა ამისა, ქალაქ გორის ცენტრში პრემიერ-მინისტრმა აკაკი წერეთლის ქუჩა გახსნა, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გორის რეაბილიტაციის ფარგლებში წერეთლის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 53 სახლს, მთლიანად გამოიცვალა კომუნიკაციები და დაიგო ქვაფენილი.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა გორში მარცვლეულის საშრობი გახსნა. ადგილობრივ ფერმერებთან საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მსგავსი ტიპის სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაკეთების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სულ გორის რაიონში 8 ასეთი საწარმოს გახსნა იგეგმება. გორის მარცვლეულის საშრობი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და საათში 30 ტონის, ხოლო დღე-ღამის განმავლობაში 500-600 ტონა სიმინდის გაშრობა არის შესაძლებელი. მარცვლეულის საშრობ ცენტრში უკვე გამშრალი 14 000-15 000 ტონა სიმინდის შენახვა და დასაწყობებება არის შესაძლებელი.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ღარიბაშვილი დაცვის პოლიციის თანაშრომლებს უწყებაში დაბრუნების პირობას აძლევს1
სამრეწველო აღლუმზე საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკა წარმოადგინეს2
დიმიტრი შაშკინის 8 წლის ქალიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ3
პრეზიდენტმა ცოტნე გამსახურდია შეიწყალა4
ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვტოვებ ‘’ქართულ ოცნებას"5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X