თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტების აქციას ამ წუთებში სპორტსმენები
შეუერთდნენ. ისინი უკვე იწყებენ ერთობლივ მსვლელობას კანცელარიის შენობისკენ.
სტუდენტთა ინფორმაციით,
ისინი მთავრობის სახელზე განცხადებას შეიტანენ, სადაც აღნიშნულია, რომ ყოველგვარ
ძალადობას გმობენ. ამასთან, ხელისუფლებისაგან მოითხოვენ, რომ
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და ამომრჩეველს საშუალება მიეცეს საკუთარი არჩევანი ზეწოლის გარეშე დააფიქსირონ.
Internet.ge