GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გორში იუსტიციის სახლი გაიხსნა
17:49 26.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გორში იუსტიციის სახლი გახსნა.

იუსტიციის სახლში 300-ზე მეტი გამარტივებული სერვისის მიღებას მოქალაქეები  ერთ სივრცეში, უმოკლეს დროში შეძლებენ.

იუსტიციის სახლის პროექტი ქართველ არქიტექტორს, კომპანია „არქიტექტორული ჯგუფი და პარტნიორების" არქიტექტორს, ირაკლი შარაშიძეს ეკუთვნის, სამშენებლო სამუშაოები „მენო ინტერნეიშენალმა“ აწარმოა. გორის იუსტიციის სახლი 7 თვეში აშენდა, ხოლო მშენებლობაზე 300-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.

იუსტიციის სახლი 3000 კვ. მ.-ია და მასში სახელმწიფო სერვისების განვითარების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის  სერვისების გარდა, რეგიონული პროკურატურის ოფისებიც განთავსდა. აქვე იმუშავებს  იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული პროექტი - ლიდერთა სახლი. მოხალისეობრივ პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები გორელებისათვის სხვადასხვა პროგრამებს განახორციელებენ, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისაკენ იქნება მიმართული; მოაწყობენ სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებს. იუსტიციის სახლში მოქალაქეთათვის სერვისების კომფორტულად მიწოდებაზე 30 თანამშრომელი იზრუნებს.

საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი 2011 წლის 26 მაისს, ბათუმში გაიხსნა და ის თანამედროვე საქართველოს რეფორმებისა და აღმშენებლობის სიმბოლოდ იქცა. იუსტიციის სახლის გამარტივებული სერვისებით სარგებლობა ბათუმში, რუსთავში, მესტიაში, გურჯაანში, ქუთაისში, ოზურგეთში, ახალციხეში, მარნეულში, თელავში, სიღნაღში, თბილისში და, ახლა უკვე გორშიცაა შესაძლებელი. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კალმახელიძე: ჩვენი მიზანი იყო გამოგვევლინა დამნაშავეების ის ჯგუფი, რომელიც სისიტემის დისკრეტიდაციას ახდენდა1
მიხეილ სააკაშვილი: აქამდე სად იყო პროკურატურა?2
ჩირიკბამ ივანიშვილისთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება უარყო3
ალექსანდრე ანქვაბი საქართველოში ჩეხეთის ელჩს შეხვდა4
ტუღუში ვანო მერაბიშვილს რეკომენდაციით მიმართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X