საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოში, საზოგადოებისთვის
ცნობილი სახეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური უმცირესობების
წარმომადგენლები შევლენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გიორგი ტუღუში ორგანიზაციების
წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან პირველი
კონსულტაციები გამართა.
როგორც შეხვედრაზე გაირკვა, არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები საკუთარ წინადადებებსა და ხედვებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა
ფუნქცია უნდა დაეკისროს საბჭოს, 2 კვირაში წარმოადგენენ.
„დიდი ხანია ამ საკითხზე მიდის მსჯელობა და მე როგორც მინისტრმა
მივიღე გადაწყვეტილება, დღევანდელი შეხვედრით საფუძველი ჩამეყარა კონკრეტული
პროცესისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უნდა
წარმოადგინონ კონცეფცია, შესაბამისად, ძალიან მალე მოხდება საბჭოს დაკომპლექტება
და ისინი განახორციელებენ მონიტორინგს“,- განაცხადა ტუღუშმა.
Internet.ge