მასწავლებლის
სახლი პედაგოგებს ახალ მომსახურებას,
Skype-კონსულტაციას
სთავაზობს.
კონსულტაციის
მიმდინარეობას
დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დაესწრნენ.
Skype ვიდეო
ზარით დღეს თბილისის 143-ე და წეროვანის მე-3 საჯარო სკოლების პედაგოგებმა ისარგებლეს.
დღეიდან
ნებისმიერ
პედაგოგს მასწავლებლის სახლის საგნობრივ კონსულტანტებთან
გასაუბრება
Skype-ით შეეძლებათ.
“ეს სიახლე მათ საშუალებას მისცემს, როგორც
საკუთარ საგანში, ისე პროფესიულ
უნარებში არსებულ ნებისმიერ კითხვაზე უმოკლეს დროში მიიღონ პასუხი. კონსულტაციის მისაღებად თითოეული მათგანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე
(www.tpdc.ge) უნდა
დარეგისტრირდეს“,- აცხადებენ განათლების სამინისტროში.
მასწავლებლის
სახლი პედაგოგებს
Skype ვიდეო
ზარის გარდა კონსულტანტებთან
პირად შეხვედრებსაც სთავაზობს. შეხვედრაზე დასასწრებად ნებისმიერმა დაინტერესებულმა პედაგოგმა რეგისტრაცია ცენტრის ვებ-გვერდზე
უნდა გაიაროს.
internet.ge