GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა კანონიერ ქურდებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს
21:15 26.09.2012
დღის სიახლეები
გოგა ხაინდრავა ირწმუნება, რომ ე.წ კანონიერ ქურდ რევაზ ლორთქიფანიძესთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს და ის საფრანგეთში დესტაბილიზაციის დაგეგმვის მიზნით არ იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ხაინდრავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რეზო ხვადასხვა სასჯელაღსრულების სისტემაში წლების მანძილზე იმყოფებოდა. გამომდინარე აქიდან, 8 წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს. იმიტომ, რომ 2004 წლის იანვარში ის დააპატიმრეს და 2011 წლის 20 სექტემბერს საზღვარგარეთ წაიყვანეს.  მისი საზღვარგარეთ ექსტრადირების შემდეგ მე მომიწია საფრანგეთში ჩასვლა, სადაც კავსასიური ომების შესახებ კონფერენცია იმართებოდა. ამ ხნის მანძილზე მე აქტიური კონტაქტი მქონდა რეზოს ახლობლებთან, მათ მთხოვეს, რომ ლორთქიფანიძე მომენახულებინა, რომელიც იმ დროს საავადმყოფოში იმყოფებოდა. ბუნებრივია, მე მოვინახულე რეზო, სამი საათის განმავლობაშე ვესაუბრე მას. შაბათ დღეს კი, რეზომ მთხოვა, სახლში წავსულიყავით, მანამდე ვივახშმეთ რესტორანში და შემდეგ მის სახლში დავრჩი კიდეც“,– აღნიშნავს ხაინდრავა. 

რაც შეეხება ფრანგული ჟანდარმერიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხაინდრავა ლორთქიფანიძის სახლში რამდენიმე ქართველ ქურდს შეხვდა, რეჟისორი კატეგორიულად უარყოფს მსგავს ფაქტს და გუშინ გავრცელებულ მასალებს ფალსიფიკაციას უწოდებს. 

„ეს კადრები 2011 წლის ნოემბერშია გადაღებული, მაშინ საქართველოში  საარჩევნო პროცესები არ მიმდინარეობდა. მით უფრო, მე პოლიტიკაში არ ვიმყოფებოდი, მაშინ საპარლამენტო მანდატი დახეული მქონდა“,– დასძინა ხაინდრავამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ფრანგული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ვიდეომასალა და დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გოგა ხაინდრავას კავშირი აქვს ე.წ კანონიერ ქურდ რევაზ ლორთქიფანიძესთან.

ფრანგული ჟანდარმერიის ინფორმაციით, ხაინდრავა ქურდებს დახმარების სანაცვლოდ საქართველოში ავტორიტეტის აღდგენას ჰპირდებოდა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჭიაბერაშვილმა ბათუმში რეფერალური დახმარების ცენტრის ქვესადგური გახსნა1
აჭარის ოთხ სოფელში გზები ჩაიკეტა2
ახალი საფოსტო მარკები: მესტია, ბაკურიანი, გუდაური ...3
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 31 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს4
ქსნის დაწესებულებაში ვითარება კვლავ დაძაბულია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X