მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 27 სექტემბრისთვის
23:51 26.09.2012
|
დღის სიახლეები
|
გეომაგნიტური დღეა. მოიმატებს საკამათო სიტუაციების რაოდენობა. დასკვნების გაკეთებისას ნუ აჩქარდებით. ცის კაბადონზე პლანეტების ვენერასა და მარსის კონფლიქტური ურთიერთქმედება სასიყვარულო-ინტიმურ ურთირთობებში გამოიწვევს ემოციურ დაპირისპირებებს. ასეთ დროს ვნება ხშირად არ ემორჩილება გონებას. შესაძლოა პარტნიორული დაპირისპირება ფინანსურ და ქონებრივ ურთიერთობებშიც. ადრინდელი მოვლენების გამეორება ნიშანია იმისა, რომ პიროვნების განვითარება შეჩერდა.
აკონტროლეთ ემოციები, აგრესია, სულსწრაფობა. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ კუროებმა, ლომის, მერწყულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა.
მინერალებიდან სასიკეთოა: მარჯანი, ამეთვისტო, გიშერი, ალექსანდრიტი, მარგალიტი. ფერებიდან დადებითია: მწვანე, ფირუზისფერი, იისფერი, ვერხლისფერი. კონკრეტული სიზმრები უახლოეს პერიოდში ახდება. მოერიდეთ საიდუმლო საქმიანობას და ფარულ სასიყვარულო შეხვედრებს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას, ცეცხლსასროლი იარაღის ხმარებას. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ტერფები, ნერვული სისტემა, ენდოკრინული სისტემა.
დღე დადებითია ქალწულისათვის, ხოლო უარყოფითია ტყუპებისა და მშვილდოსნისათვის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|