ექსპერტების
განცხადებით, ეგვიპტეში აღმოჩენილი პაპირუსი, რომელიც იუწყებოდა, რომ იესოს მეუღლე
ჰყავდა, ყალბი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალება „გარდიანი“
ავრცელებს.
„არავითარი უძველესი
პაპირუსი არ არსებობს. ის ყალბი, თანამედროვე დოკუმენტია“, – განაცხადა დურჰამის
უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრანსის ვესტონმა.
მისივე თქმით,
აღმოჩენილი პაპირუსი მართლაც ძველია და ის
1700 წლით თარიღდება, მაგრამ მასზე გაკეთებული წარწერა თანამედროვეა.
internet.ge