ანომალიური ზონა - ორი თვეა მიწიდან კვამლი ამოდის, ხეები კი მიწას ფესვებიანად წყდება (VIDEO)
კრასოიარსკის
მხარის ქალაქ არტემოვსკში ანომალიური ზონა აღმოცენდა. 30 მეტრის დიამეტრის მიწის
ნაკვეთი, 30-40 სანტიმეტრის სიმაღლეზე ფერფლითაა დაფარული, წარმოქმნილია უჩვეულო
ორმოები, საიდანაც უკვე მეორე თვეა, კვამლი ამოდის, ხეები კი ფესვებიანად წყდება
მიწას.
ამ
მოვლენის ახსნა ჯერჯერობით ვერავინ შეძლო.
ანომალიური
ზონა მეტყევემ იპოვა, როცა მისმა რეზინის ჩექმებმა დნობა დაიწყო.
ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა, რომ ამ ადგილზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
ჩამოვარდა, თუმცა რატომ არ მინელდა კვამლი და ქარმა ვერ მიმოფანტა ფერფლი აგვისტოს
შემდეგ, ამაზე პასუხი არ აქვთ.
ანომალიური
ზონის კვლევა მეცნიერებმა უკვე დაიწყეს. მათ მიაგნეს სამ ერთნაირ ჩაღრმავებას,
რომელთა ირგვლივაც ძალიან მაღალი ტემპერატურაა.
ისინი
ამბობენ, რომ ნამდვილად არ არის უბრალოდ, ტყის ხანძარი. იწვის გრუნტი, რაც
წარმოუდგენელია. თანაც ცეცხლის ალი 6 მეტრს აღწევს.
Internet.ge