საქართველოს
სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი იმყოფებოდა ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა
N19 დაწესებულებაში,
სადაც სახალხო დამცველის რწმუნებულები იქ განთავსებულ მსჯავრდებულებს გაესაუბრენ.
სახალხო დამცველის ინფორმაციით,
2012 წლის
25 სექტემბრიდან
შიმშილობა
გამოაცხადა
30-მდე მსჯავრდებულმა, რომელთა ძირითადი მოთხოვნაა, გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურება, ასევე, ამუშავდეს და ეფექტური გახდეს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების,
ასევე, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმები.
ამჟამად, N19 დაწესებულებაში იმავე მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს ხუთი მსჯავრდებული. მსჯავრდებულთა ნაწილი, მოშიმშლეთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე.
internet.ge