საქართველოს
თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებებში სულ 345 უცხოელი პატიმარია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას, საჯარო ინფორმაციის მონაცემთა
ბაზა ავრცელებს.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს
საპატიმროებში 345 უცხოელიდან, 70 აზერბაიჯანის მოქალაქეა, 29 - ბანგლადეშის, 53 -
თურქეთის, 12 კი - ისრაელის.
ასევე, საქართველოში სასჯელს იხდის რუსეთის 62, სომხეთის - 40 და 14
უკრაინის მოქალაქე.
internet.ge