თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ
სამადაშვილი დღეს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე, პატიმრების წამების ფაქტს
გამოეხმაურა.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, აღნიშნული
ფაქტები, რომელიც განსაკუთრებულ სისასტიკეს წარმოადგენს, აღარ უნდა განმეორდეს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სისასტიკე
რაც ჩვენ ვიხილეთ, არასდროს განმეორდება ჩვენს ქალაქში და ამის გარანტი თითოეული
ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ. ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანის აბუჩად აგდება და
შეურაცხყოფა იყო“,- განაცხადა სამადაშვილმა.
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა
ასევე, რამდენიმე უსახელო
ქუჩისა და ერთი სკვერისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. საკითხი განსახილველად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლაშა იმედაშვილმა წარმოადგინა.
"სოფელ დიღმის გამისამართება გრძელდება და დღეს
საკრებულოს
წევრების მხარდაჭერით, ამ პროექტის ფარგლებში ახალი სახელი ექვს უსახელო ქუჩას დაერქვა. ესენია: პირობითად 61–ე ქუჩა,
რომელსაც დიღმის სახელი ეწოდა, ხოლო პირობითად 62,
63, 64, 65 და
66 ქუჩებს
შესაბამისად
დიღმურას,
ლომისხევის,
ხილის, კიდობანების და ფშატების სახელი დაერქვათ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი
სახელი სოფელი დიღმის ტოპონიმებთანაა დაკავშირებული
“,–განაცხადა
ლაშა იმედაშვილმა.
დღესვე,
ადგილობრივი
მოსახლეობის
თხოვნით, ვაკე–საბურთალოს რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე #6 და #7 კორპუსებს შორის მდებარე სკვერს ჰამლეტ გონაშვილის სახელი მიენიჭა.
internet.ge