თბილისის მერმა გიგი უგულავამ მრავალპროფილიანი
სამედიცინო
ცენტრი „ქირონი“
დაათვალიერა. კლინიკა “ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში 2011 წელს 150 000 ლარით
დაფინანსდა და სარეაბილიტაციაო
სამუშაოები მიმდინარეობდა.
აღნიშნული
თანხით სამკურნალო ობიექტში სარემონტო სამუშაოები განხორციელდა და ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. კლინიკაში ზოგადი რეანიმაციული, თერაპიისა და 17 ადამიანზე გათვლილი ინტენსიური თერაპიის სტაციონარი ფუნქციონირებს.
კლინიკაში
102 ადამიანია
დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, სამკურნალო ცენტრში უკვე 50-მა პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურება და სტაციონარით
ისარგებლა.
გიგი
უგულავა ექიმებსა და პაციენტებს გაესაუბრა და მათგან პირადად მოისმინა, თუ რამდენად გამართულად მუშაობს დაზღვევის ახალი სისტემა და 1 სექტემბრის შემდეგ, რამდენად გაზრდილია აღნიშნულ კლინიკაში პაციენტების მიმართვიანობა.
Internet.ge