საქართველოს
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა და საქართველოს პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა დაბა ქსანში ახლად აშენებული ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გატარებული რეფორმების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების
სისტემაში
ტუბერკულოზის
გავრცელება
სრულ კონტროლს ექვემდებარება.
რეფორმის ფარგლებში უახლოეს მომავალში, პენიტენციურ სისტემაში, დაბა ქსანში ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი ამოქმედდება, რომლის მშენებლობა ჯანდაცვის სამინისტროს და გლობალური ფონდის ექსპერტების ზედამხედველობით
განხორციელდა.
ახალი
5 სართულიანი
კორპუსი, რომელიც 750 პაციენტზეა გათვალისწინებული
და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით და უნიკალური სავენტილაციო სისტემით, რომელიც ეპიდემიოლოგიური
კონტროლის
სრულ შესაძლებლობას იძლევა.
აღსანიშნავია,
რომ ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი, იძლევა საშუალებას, ეპიდემიოლოგიური
კონტროლის
სრული დაცვით, ადეკვატური მკურნალობა გაეწიოს ყველა კატეგორიის დაავადებულ პატიმარს.
"ზემოაღნიშნული დაწესებულების ექსპლუატაციაში შესვლა, გარანტიას იძლევა, რომ პენიტენციურ
სისტემაში
სრულად აღმოიფხვრას ტუბერკულოზის გავრცელებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სირთულეები. ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა",
- აღნიშნულია
განცხადებაში.
სამინისტროს განცხადების მიხედვით,
ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მისიის, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
Internet.ge